ოთარ კახიძე - „ქართული ოცნების“ რვაწლიანი „მოღვაწეობა“ თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური მასკარადი

„ქართული ოცნების“ რვაწლიანი „მოღვაწეობა“ თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური მასკარადი, ქვეყნის უკუსვლა და შემოდგომაზე ქართველი ამომრჩეველი ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს, - ამის შესახებ „ევროპული საქართცველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ - მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

ოთარ კახიძის თქმით, ქართველ ხალხს ჯერაც არ დავიწყებია, რომ პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას თვალები დასთხარა, ხოლო პანდემიის დროს გაჭირვებულ მოსახლეობას კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელზეც არ დაგვივიწყებია, რომ თვალები დასთხარა ახალგაზრდებს და ერთი წელი ხდება მალე ამ თარიღიდან, პანდემიის დროს გაჭირვებულ მოსახლეობას კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება და ისეთი შეზღუდვები შემოიღო, რომლითაც ეკონომიკა დამუხრუჭდა და კიდევ უფრო უკან წავიდა. მოსახლეობამ მასობრივად დაკარგა სამსახური და სამთავრობო გეგმით რაღაც 200 ლარიან დახმარებას უგდებენ ცინიკურად. ის კი კიდევ ბედავს და ოპოზიციას პოლიტიკურ მასკარადში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ რვა წლიანი „მოღვაწეობა“ თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური მასკარადი, ქვეყნის უკუსვლა და შემოდგომაზე ქართველი ამომრჩეველი ამ ყველაფერს წერტილს დაუსვმას“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, როგორც პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიციამ პოლიტიკური მასკარადის სახით ახალი ფრონტი გახსნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა