არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე - მესმის, რომ მათ არ მოსწონთ სხვისი გაკეთებული კარგი საქმეები

მესმის, რომ მათ არ მოსწონთ სხვისი გაკეთებული კარგი საქმეები და წარმატებები და ზოგჯერ საკუთარი ცუდიც ურჩევნიათ სხვის კარგს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კულტურა არის ის, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში ვრჩებით და აქედან მიღებულ ნებისმიერ კარგ შედეგს ვაღიარებთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ გამართული განხილვა შეაფასა.

თალაკვაძის თქმით, ის ორი სადისკუსიო საკითხი, რაც პროექტის კონსტიტუციასთან შესაფერისობასა და საპარლამენო კონტროლს გულისხმობს, ფაქტობრივად ამოიწურა.

„დისკუსია ორი საკითხის გარშემო წარიმართა. პირველი არის, პასუხობს თუ არა ეს ცვლილებები საკონსტიტუციო ტესტს, რაც ნიშნავს იმას, არის თუ არა პროპორციული, შედეგიანი და თანაზომადი, ამ მიმართულებით, მგონი, პასუხები არის ამოწურული. ცვლილებაში პირდაპირაა ჩაწერილი, რომ ეს ზომები უპასუხებს და უნდა პასუხობდეს კონსტიტუციონალიზმის ტესტს. დისკუსიის ეს ნაწილი ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად მოიხსნა, თუ ვინმეს პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება სურს, ამაზე მთელი დღის განმავლობაში მზად ვართ.

მეორე ნაწილი, რაზეც საუბარი იყო - ანგარიშვალდებულება და საპარლამენტო კონტოლი, ეს საკითხიც, პრაქტიკულად ამოწურულია, იმიტომ, რომ ეს ცვლილებები კონკრეტული ვადით იმოქმედებს და ამ ვადაში მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე უწევს პარლამენტში ანგარიშვალდებულების ფარგლებში ანგარიშის გაკეთება, ამიტომ, ჩვენ გვექნება ზედამხედველობის სრული შესაძლებლობა არა მხოლოდ ზოგადად, განხორციელებულ ღონისძიებაზე, ასევე სექტორების მიხედვით, როდესაც საქმე სამინისტროებს ეხება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განსხვავება პოლიტიკური ღირებეულებების დონეზეა.

„ყველა რეალური საფუძველი, რაზეც გუშინ აპელირება იყო, გამოირიცხა. ჩვენ შორის პოლიტიკური ღირებულებების დონეზე განსხვავება არის ის, რომ პოლიტიკურ დისკუსიას ჩვენ ვხედავთ, როგორც პოლიტიკურ პროცესს და თუ ამ დისკუსიით შედეგს მივიღებთ, ამას ვხედავთ როგორც პოზიტიურს, როგორც ნორმალური პოლიტიკური პროცესის შედეგს, მაგრამ არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ დისკუსიას აღიქვამენ როგორც დესტრუქციის შედეგს. მესმის, რომ მათ არ მოსწონთ სხვისი გაკეთებული კარგი საქმეები და წარმატებები და ზოგჯერ საკუთარი ცუდიც ურჩევნიათ სხვის კარგს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კულტურა და ღირებულებები არის ის, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში ვრჩებით, მას წარვმართავთ ნორმალურად და აქედან მიღებულ ნებისმიერ კარგ შედეგს ვაღიარებთ. ეს არის, მეგობრებო, მომავლის პოლიტიკა. ის, ვინც რადიკალურად შორს არის ამ მიდგომებისგან, ვფიქრობ, დაკარგავს თავის პოლიტიკურ ადგილს მომავალში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების შესაფასებელი და ამას გვიჩვენებს არჩევნები“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით პროექტის დაჩქარებლი წესით განხილვა მიმდინარეობს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა