მამუკა მდინარაძე შემზღუდავი ღონისძიებების თარიღზე - ჩვენ ამ ვადას დავაწესებთ, ავსახავთ კანონში იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნაკლები სპეკულაციის საშუალება მივცეთ ვინმეს

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არჩევნების თარიღს და ზოგადად არჩევნების ჩატარებას რაიმე საფრთხე არ დაემუქროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დროებითი შეზღუდვის თარიღი სავარაუდოდ, 15 ივლისი იქნება.

„ჩვენ ამ ვადას დავაწესებთ, ამას ავსახავთ კანონში იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნაკლები სპეკულაციის საშუალება მივცეთ ვინმეს. ვადები პირდაპირ იყო დაკავშირებული და მიბმული პანდემიის ვადასთან, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ აცხადებს, მოგეხსენებათ. აქედან გამომდინარე, ეს ვადა ისედაც ჩამკეტით იყო დაზღვეული. მაგრამ თუ ვინმე ერთი ადამიანიც კი, თუნდაც ყველაზე კრიტიკული ოპოზიციონერიც კი ხედავს პრობლემას ამ ვადასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ ვადას ჩავწერთ. მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია მოგვიწიოს მსჯელობა ვადის რაღაც პერიოდით გაგრძელებასთან დაკავშირებით, ან საგანგებო მდგომარეობის ამ მინიმალისტური შეზღუდვების დაწესებისთვისაც კი. უკვე ამ პერიოდში საკონსტიტუციო ცვლილებებიც მიღებული იქნება და ქვეყანას საშუალება ექნება შეთანხმებული პრინციპით 120/30-ზე ჩაატაროს არჩევნები და რისკი აღარ იქნება იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობამ რაიმე შეფერხება შეძლოს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გვაქვს 2-თვიანი პერიოდი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ უნდა იყოს გამოცხადებული არჩევნები რომ ჩავატაროთ. სამწუხაროდ, როდესაც მსოფლიოში ლაპარაკობენ უკვე მეორე ტალღაზე, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არჩევნების თარიღს და ზოგადად არჩევნების ჩატარებას რაიმე საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა