გია ვოლსკი - ეკლესიისთვის არავის შეუმჩნევია, რომ მიწები ან ტყეები გასანადგურებლად და გასავერანებლად გადაეცეს, რასაც "ნაცმოძრაობა" აკეთებდა წლების განმავლობაში

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ტყის კოდექსის თანახმად, ეკლესია-მონასტრებისთვის, რომლებიც ტყეში მდებარეობს, 20 ჰექტარი მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ კრიტიკას "ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთ მიმართულებად" აფასებს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესიას "არაფერი ახალი არ გადაეცემა".

"არაფერი ახალი არ გადაეცემა, ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მიმართულება. ახალი არაფერი არ არის, ეკლესია ფლობს გარკვეულ მიწებს. აქ არის სამართლებრივ სისტემაში ცვლილება, ახალი კანონის მიხედვით მოყვანა, რაც ფაქტობრივად არსებობს. ეკლესიისთვის არავის შეუმჩნევია, რომ მიწები ან ტყეები გადაეცეს გასანადგურებლად და გასავერანებლად, რასაც "ნაცმოძრაობა" აკეთებდა წლების განმავლობაში. ეს არის ფაქტი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იხილავს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს დამტკიცებული.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ