ირანის უზენასი ლიდერი - ისრაელი განადგურდება

ირანის უზენაესი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის თქმით, „ისრაელი ვერ გადარჩება და განადგურდება“.

„ისლამური რევოლუციის რიჟრაჟმა ირანში პალესტინისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი გახსნა. წინააღმდეგობის ფრონტის გაჩენამ სიონისტურ რეჟიმს პრობლემები შეუქმნა. ღვთის წყალობით, სიონისტური რეჟიმი კიდევ უფრო მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ეს ძალა დღითდღე იზრდება... ისრაელი ვერ გადარჩება და განადგურდება“, - წერს ხამენეი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ინფორმაციას Jerusalim Post -ი აქვეყნებს.

ცნობისთვის, იერუსალმში მდინარე იორდანეს ველის ანექსირებისთვის ემზადებიან, რასაც აშშ-მა წვანე შუქი აუნთო. გასული წლის ნოებერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ინიციატივა გააკრიტიკეს პალესტინის ლიდერებმა. გეგმა უარყო ევროკავშირმა. მასზე უარი თქვა 57 სახელმწიფოსგან შემდგარმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამაც.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს