პაატა იმნაძე - ინტენსიურ რეჟიმში არის მსჯელობა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები - ამისთვის განათლების სამინისტროში შექმნილია სპეციალური საბჭო

სწავლის პროცესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, თუ რა, როგორ, რანაირად უნდა გაკეთდეს. გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებითაც ინტენსიურ რეჟიმში არის მსჯელობა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები.

„ინტენსიურ რეჟიმში არის მსჯელობა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. განათლების სამინისტროში შექმნილია სპეციალური საბჭო. მე პირადად გახლავართ იმ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება და ყველაფერი მაქსიმალურად დაცულად ჩატარდება. რაც შეეხება სწავლის პროცესს, ამაზეც მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, თუ რა, როგორ, რანაირად უნდა გაკეთდეს. ყველაფერი ეს ცნობილი იქნება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ