მარიამ ჯაშის განცხადებით, შეზღუდვების კანონპროექტში ვადის დაზუსტება კანონპროექტის ანტიკოსტიტუციურობას არ ცვლის

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, შეზღუდვების კანონპროექტში ვადის დაზუსტება კანონპროექტის ანტიკოსტიტუციურობას არ ცვლის.

როგორც ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად ცვლილებებისა, მისი ფრაქცია კვლავ ემიჯნება კანონპროექტს და მხარს არ დაუჭერს. მისივე თქმით, მზადდება წერილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რათა პრეზიდენტმა კანონპროექტს მხარდაჭერის შემთხვევაში ვეტო დაადოს.

„მისასალმებელია, რომ გუშინდელმა დებატებმა რეალურად გამოიღო შედეგი, გარკვეული ცვლილების გათვალისწინება მოხდა, მაგრამ დროში შეზღუდვა არ ცვლის აღნიშნული კანონპროექტის არაკონსტიტუციურობას და არ ამცირებს წინაასარჩევნოდ საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარების დროს რისკებს, რომელიც შეიძლება იყოს დარჩენილი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების კუთხით. შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია კვლავ ემიჯნება მეორე მოსმენით აღნიშნული კანონპროექტის განხილვას. ჩვენ ვამზადებთ წერილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ და შესაბამისად, დაველოდებით საბოლოო შედეგს მეორე და მესამე მოსმენის", - განაცხადა ჯაშმა.

მისივე თქმით, როგორც ცნობილია, პარლამენტის სხვა ფრაქცია ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რასაც "დამოუკიდებელი დეპუტატები" შეუერთდებიან და მხარს დაუჭერენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა