გიგა ბოკერია - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზღუდვებით სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან ამის გარეშე ვერ მოხდება იმ ზიანის ამოქაჩვა, რაც ოჯახებმა მიიღეს

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზღუდვებით დაიწყოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება ვერ მოხდება, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.

„გუშინ მანქანებზე ივანიშვილის გუნდის ფენომენალური პოლიტიკური სიბრიყვის ტოლფასის ახსნის შემდეგ, ეს აბსურდული შეზღუდვა მოხსნეს. ვინც უსმინეთ ხუნდაძეს გუშინ, ამ პარალმენტისთვისაც და ამ გუნდისთვისაც კი გამორჩეულად საოცარი სისულელეები იყო იქ ნათქვამი. დღეს პრემიერმა გახარიამ და ბატონმა ვოლსკიმ აღიარეს, რომ პოლიტიკური ფრონტი გაგვიხსეს, „ევროპული საქართველო“ დაწინაურდაო და ამ წნეხის ქვეშ ეს აბსურდული შეზღუდვა მოხსნეს, მაგრამ ტაქსებზე რაღაც შეზღუდვები კიდევ დატოვეს.

სანამ ტრანსპორტი არ გაუხსნიათ და ტაქსებზე კიდევ შეზღუდვა აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს, გაჭირვებულ და საშუალო კლასს, არ შეეძლებათ საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა და ნორმალურად მუშაობა, რომ შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ. ამიტომ სწრაფადაა დასაწყები, ახლავე და არა გადადებით, მანამ, ვიდრე „ევროპული საქართველო“ ან სხვა ოპოზიციური პარტია, ან ვინმე აიძულებს მათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. სწრაფად დაიწყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზრუდვებით, იქნება ეს პირბადე თუ რაოდენობა. ამის გარეშე ვერ მოხდება დაბრუნება ნორმალური ცხოვრებისკენ, ვერ მოხდება ამოქაჩვა იმ ზიანის, რაც ოჯახებმა მიიღეს. პირიქით, დამძიმდება ვითარება იმიტომ, რომ უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი მანქანით გადაადგილდებოდეს,“ - განაცხადა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს