დავით ზალკალიანი - თუ ჯანმო მოგვცემს ნებართვას და იმ ქვეყნიდანაც იქნება მზაობა, სადაც კოვიდ19-ით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეები არიან დაკრძალულნი, ჩვენ მათ გადმოვასვენებთ

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მოლაპარაკების საგანია, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ საზღვარგარეთ დაკრძალული, კორონავირუსით გარდაცვლილი, საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენება მოხდეს. მინისტრის განმარტებით, ეს ჯანმო-ს ნებართვასა და იმ ქვეყნების მზაობაზეა დამოკიდებული, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეები არიან დაკრძალულნი.

„ამ კუთხით ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ყველა ქვეყანას თავისი პროტოკოლი აქვს. ძალიან მკაცრი პროტოკოლებია, რომლებიც შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ბუნებრივია, ყველა ქვეყანასთან ორმხრივად ვმუშაობთ გადმოსვენების პროცესთან დაკავშირებით. ბევრი ქვეყანა არ იძლევა კოვიდით გარდაცვლილთა გადასვენების ნებართვას. ჩვენ ჩვენი რესურსებით ვეხმარებით ოჯახებს, რომ ადგილზე მოხდეს მათი დაკრძალვა, თუმცა ასევე, მოლაპარაკების საგანია გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ და თუკი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვცემს ნებართვას და იმ ქვეყნის მხრიდან, სადაც არიან გარდაცვლილები, იქნება მზაობა, ჩვენ ტრანსპორტირებას და გადმოვენებასაც განვახორციელებთ,“ - აღნიშნა ზალკალიანმა

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა