დავით ზალკალიანი - ღია ცის ხელშეკრულების საკითხზე მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან

საქართველომ 2012 წელს შეაჩერა ღია ცის ხელშეკრულება რუსეთთან მიმართებაში, რადგან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის, ღია ცის შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო, იგივე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მისთვის დასმულ შეკითხვაზე.

მისივე თქმით, რუსეთმა 2010 წელს გარკვეული შემზღუდავი ზომები მიიღო ათი კილომეტრის რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში იმ მოტივით, რომ თითქოს ეს „ქვეყნები“ არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე და არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას, ხელშეკრულების აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

ზალკალიანის თქმით, რუსეთის ზემოაღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთი დამგმობი განცხადება გაკეთდა როგორც საქართველოს, ისე სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან; აღნიშნული საკითხი და საქართველოს პოზიცია არაერთხელ იყო გაჟღერებული ასევე ვენაში, ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის ფარგლებში.

„ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აშშ-ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში მიზეზებს შორის აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი და რომ ჩვენ გვაქვს ღრმა და საფუძვლიანი თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მჭიდრო კომუნიკაციაშია მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან, ასევე გრძელდება კონსულტაციები ამ ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნებთან, იმისთვის, რომ განისაზღვროს, თუ როგორი იქნება საქართველოს მხრიდან შემდგომი მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო