ეკა ბესელია - კობახიძის არაეთიკურმა გამოსვლებმა პრემიერის დღევანდელ განცხადებაზე გავლენა მოახდინა

აშკარად, კობახიძის არაეთიკურმა გამოსვლებმა პრემიერის დღევანდელ განცხადებაზე გავლენა მოახდინა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პრემიერ გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ „ოპოზიციამ პოლიტიკური მასკარადის სახით, ახალი ფრონტი გახსნა".

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამით გახარიამ ყველას მიაყენა შეურაცხყოფა, რადგან „ქართული ოცნების" გარდა, შეზღუდვების კანონპროექტს ყველა აკრიტიკებდა.

„თუ გავიხსენებთ გუშინდელ დღეს და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ლექსიკონს, აშკარად გავლენა მოახდინა კობახიძის ძალიან არაეთიკურმა, არაპოლიტიკურმა გამოსვლებმა თუ ტერმინებმა პრემიერის დღევანდელ განცხადებაზე. მე მგონია, არაკორექტული იყო იმიტომ, რომ თუ ის გულისხმობდა ოპოზიციურ პარტიას, ერთს ან ორს, ალბათ ვინმე ეტყოდა, რომ ყველა აკრიტიკებდა იმ კანონპროექტს, ყველა, ყველა ოპოზიციური პარტია, უმრავლესობიდან გასული ყველა დეპუტატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და ფაქტობრივად, ამით ყველას მიაყენა შეურაცხყოფა. მე მგონია, რომ გადახედავს მის გამონათქვამს, რომელიც იყო ძალიან არაკორექტული და ის, რომ თავად შეცვალეს მათივე ინიცირებული კანონპროექტი და ამ კანონპროექტიდან მარტო ყდა დარჩა, შინაარსი აღარაფერი არ არის, მე მგონი, დასკვნა თავად უნდა გააკეთოს", - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა