სერგო ჩიხლაძე - ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებების საფარქვეშ ხდება

ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი, სერგო ჩიხლაძე „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსგავსი შეზღუდვები აბსოლუტურად დაუშვებელია და ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებების საფარქვეშ ხდება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ იდეის თანაავტორი აცხადებს, რომ ხელისუფლებას და ჯანდაცვის უწყებებს ეპიდემიის მართვის კუთხით მწყობრი გეგმა არ აქვს და „ქართული ოცნება“ ეპიდემიას მოსახლეობის დასაშინებლად და თავისუფლების შესაზღუდად იყენებს.

მისი თქმით, აღმაშფოთებელია, როდესაც მთავრობა და მასთან დაახლოებული ეპიდემიოლოგები არსებულ შეზღუდვებს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვით ხსნიან და თვლის, რომ ეს არის ხელისუფლებისთვის მძლავრი ბერკეტის მინიჭება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში აძლევს ხელისუფლებას მანიპულირების საშუალებას, რათა შეზღუდოს ადამიანის უფლებები საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა დივიდენდის მიღების მიზნით.

"მსგავსი შეზღუდვები აბსოლუტურად დაუშვებელია და ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ და ეს ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებების საფარქვეშ. თავი რომ დავანებოთ ყოვლად გაუმართლებელ შეზღუდვებს, ჯანდაცვის კუთხითაც აბსოლუტურად არაკვალიფიციურია ეს ცვლილებები, რაც მთავრობამ შემოგვთავაზა. კითხვა ისმის რა არის ის ინდიკატორი ან მდგომარეობა ჯანდაცვის კუთხით, რომლითაც მთავრობა გადაწყვეტს რომ შეზღუდოს ესა თუ ის უფლება? რა კონკრეტულ შემთხვევაში ვამკაცრებთ ან ვარბილებთ მდგომარეობას? არაფერია ნათქვამი თუ რა მექანიზმებს ვიხილავთ ეპიდემიის საკონტროლოდ ან სარწმუნო ეპიდემიოლოგიური მონაცემების გენერირებისთვის, ან ჰოსპიტალური სექტორში პაციენტთა ნაკადების მართვისთვის. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებას და ჯანდაცვის უწყებებს არ აქვთ მწყობრი გეგმა რას და როდის აკეთებენ ეპიდემიის მართვის კუთხით და მეორე მხრივ, ეპიდემიას „ქართული ოცნება“ იყენებს მოსახლეობის დასაშინებლად და თავისუფლების შესაზღუდად. კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, როდესაც ამას მთავრობა და ხელისუფლებასთან დაახლოებული ეპიდემიოლოგები ხსნიან ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვით. ამას არაფერი აქვს საერთო ჯანმრთელობის დაცვასთან. ეს არის ხელისუფლებისთვის მძლავრი ბერკეტის მინიჭება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში აძლევს ხელისუფლებას მანიპულირების საშუალებას, რომ შეზღუდოს ადამიანის უფლებები საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა დივიდენდის მიღების მიზნით. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ამ უმსგავსობის გამართლებას ცდილობს ზოგიერთი ცნობილი ეპიდემიოლოგი, რომლებიც პირდაპირ ჩაებნენ ან ჩააბეს სამთავრობო პიარში. უკვე იმ დონემდეც მივიდნენ, რომ პრემიერ მინისტრი მკაცრად მიმართავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს თუ რა ილაპარაკონ მედიასთან და საზოგადოებასთან", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო