ჰუბერთ ქნირში - პრეზიდენტის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალება გაბედული ნაბიჯია - ველით, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება

მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალებას, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერთ ქნირშმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ დიპლომატები დიალოგის პროცესში შუამავლების როლს თამაშობენ, რომელთა მისიაც არის მხარეები ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრიბონ. მივესალმებით იმ შეთანხმებას, რომელიც იქნა მიღწეული. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომ ასევე მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალებას. ეს ძალიან გაბედული ნაბიჯია. ჩვენ ველით, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება, ეს პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის საკითხია“, - განაცხადა ქნირშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რატომ მოხდა შეთანხმების ორგვარად განმარტება, დიპლომატი პასუხობს: „თუ ადამიანები წაიკითხავენ შეთანხმებას, მარტივად გაიგებენ“.

„გთხოვთ, გადახედეთ ტექსტს კიდევ ერთხელ და ყველა კითხვის პასუხი იქ არის“, - აღნიშნა ქნირშმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს