ჯამალ ხაშოგის საცოლე - მკვლელების შეწყალების უფლება არავის აქვს

ჯამალ ხაშოგის საცოლე, ჟურნალისტის ოჯახის მიერ მკვლელებისთვის პატიების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ჯამალის მკვლელების შეწყალების უფლება არავის აქვს“.

ჰატიზ ჩენგიზის თქმით, „ამ მკვლელობის სისასტიკეს, საზღვარი არ ჰქონდა“.

„ჯამალ ხაშოგი თითოეულ ჩვენგანზე მეტად, იქცა საერთაშორისო სიმბოლოდ, რომელიც უყვარდათ და აღმერთებდნენ... მე და კიდევ ბევრი სხვა არ დავისვენებთ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება“, - წერს ჩენგიზი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, მოკლული ჟურნალისტის, ჯემალ ხაშოგის შვილმა განაცხადა, რომ ოჯახმა მკვლელებს აპატია.

საუდელი ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა