თინა ბოკუჩავა საპატრიარქოსთვის ტყის ფართობების გადაცემაზე - კონკრეტული კითხვები რჩება, ხომ არ მოხდა ამ კანონპროექტის წინასაარჩევნო მოცემულობებიდან გამომდინარე მიღება

ტყის კოდექსზე მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს, ახლა ეს კანონი რატომ მიიღეს, თანაც დაჩქარებული წესით, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვებს, რომელიც მხოლოდ ჩვენ არ გაგვაჩნია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ „ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ამ კანონპროექტის, მით უმეტეს დაჩქარებული წესით მიღება, აუცილებლობას არ წარმოდგენდა.

„ვინაიდან ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით, „ტყის კოდექსის“ განხილვებს ჩვენ არ დავსწრებივართ, თუმცა დადასტურებულად შემიხლია გითხრათ, ჩვენი ერთობლივი პოზიცია არის, რომ ამ ეტაპზე ამ კანონპროექტის განხილვის აუცილებლობა, განსაკუთრებით, დაჩქარებული წესით, ნამდვილად არ იყო. ახლა ეპიდგამოწვევიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობა, უპირველეს ყოვლისა, პრობლემებზე უნდა ზრუნავდეს. კონკრეტული კითხვები რჩება, ხომ არ მოხდა ამ კანონპროექტის წინასაარჩევნოდ და წინასაარჩევნო მოცემულობებიდან გამომდინარე მიღება. ეს არ იყო ის დრო და მომენტი, როცა მთავარი საკანონდმებლო ორგანო უნდა აიღებდეს ამ კანონს. „ტყის კოდექსზე“ მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს, ახლა ეს კანონი რატომ მიიღეს, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვებს, რომელიც მხოლოდ ჩვენ არ გაგვაჩნია", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს