რომან გოცირიძის განმარტებით, გუშინდელი კენჭისყრის დროს შეზღუდვების შესახებ კანონპროექტს  „წინააღმდეგ“ მისცა ხმა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო „მომხრე“ დაფიქსირდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განმარტებით, გუშინდელი კენჭისყრის დროს „საზოგადობრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებს „წინააღმდეგ“ მისცა ხმა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო „მომხრე“ დაფიქსირდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მან დღევანდელი კენჭყისყრის პროცესის ვიდეო გადაიღო და ხმების კვლავ შეცდომით ასახვის შემთხვევაში, მას გამოაქვეყნებს.

„გუშინ მე და თიკა ბოკუჩავამ წინააღმდეგ მივეცით ხმა, სალომე სამადაშვილი არ მონაწილეობდა კენჭისყრაში, მაგრამ უცნაურად დაფიქსირდა თანხმობა, რაც არის კომპიუტერული სისტემის შეცდომა და რადგან ახლა მოდაშია სიტყვა ვირუსი და ეს ცნება კომპიუტერთან არის დაკავშირებული, არ არის გამორიცხული, რომ ვირუსულად მოახდინეს ჩემი კენჭისყრის შეცვლა, ეს ხუმრობით. ისე კი, არმგონია ეს შეგნებულად გაეკეთებინა ვინმეს. ეტყობა, ტექნიკური შეცდომა იყო. ახლა დემონსტრაციულად მივეცი წინააღმდეგ ხმა და შემდეგ, რომ არ ყოფილიყო იგივე პრეტენზიები, ჩემი კენჭისყრა გადავიღე ვიდეოზე ტელეფონით. ახლაც თუ დამიმახინჯეს კენჭისყრის შედეგები, ვიდეოს გამოვაქვეყნებ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის გუშინდელი კენჭისყრის შედეგებში რომან გოცირიძის მხარდაჭერაა ასახული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს