ტანზანიის პრეზიდენტი - ქვეყანამ კორონავირუსი ლოცვის ძალით დაამარცხა

ტანზანიის პრეზიდენტის, ჯონ მაგაფულის თქმით, ქვეყანამ კორონავირუსი ლოცვის ძალით დაამარცხა. „ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, განცხადებამდე, პრეზიდენტმა კრიტიკოსებს ბრძოლა გამოუცხადა. ყველა, ვინც ქვეყანაში ვირუსის გავრცელებაზე საუბრობდა ან მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებდა, დააპატიმრეს ან დააჯარიმეს. ოპოზიციონერი აქტივისტები კი აცხადებენ, რომ მათი ტელეფონები მუდმივად ისმინება.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ტანზანიაში კორონავირუსის 509 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 21 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მედია აღნიშნულ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებს. მათი ცნობით, რამდენიმე დღის წინ ტანზანიიდან მეზობელ კენიაში გადასულ სატვირთოს 50 მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა