ქეთევან ციხელაშვილი - სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან დავიცავ ჩემი სამშობლოს და ჩემი ხალხის ინტერესებს

15 ივნისამდე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას როგორც სახელმწიფო მინისტრი. მე ახლაც ყოველდღე, მთელი ენერგიით ვიცავ და მომავალშიც დავიცავ ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოს და ჩემი ხალხის ინტერესებს, ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილიმა, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილებით, ის გააგრძელებს საქმიანობას საქართველოს მუდმივ წარმომადგენელად ეუთოს მისიაში, ასევე ვენაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან მე გავაგრძელო საქმიანობა, როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოს მისიაში, ასევე ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც არის ძალიან საპატიო, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური მანდატი. თუმცა, 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას როგორც სახელმწიფო მინისტრი, ახლაც ვიმყოფები ოძისში და ვაპირებთ ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას სხვადასხვა ჰუმანიტარული პაკეტით და არა მხოლოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოვიდ 19-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია. მე ახლაც ყოველდღე, მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, დავიცავ ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოს და ჩემი ხალხის ინტერესებს,”- აღნიშნა ციხელაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს