„თავისუფალი საქართველო“ - გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქციონებში ხარჯავს.

მისი თქმით, უმჯობესია, აღნიშნული თანხები მოხმარდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებას და არა პარკების მოწყობას.

„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, მოსახლეობის საგანგაშო რაოდენობა სოციალურად დაუცველია და ამ ყველა სიკეთესთან ერთად, სახეზეა პანდემიის თანმდევი კრიზისი, გორის მუნიციპალიტეტი განაგრძობს ცხოვრებას მდიდრულ სტილში. ალბათ ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს, რომ არაფრით ჩამოუვარდება ხსენებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სან ფრანცისკოს ბიუჯეტს და ქალაქში ძვირადღირებული ატრაქციონების მოწყობითაა დაკავებული. კერძოდ, ამ მიმართულებით 800 000 ლარს ხარჯავს. აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვებული ფირმა გახლავთ შპს „იმგო“. ხოლო მუნიციპალიტეტმა განახორციელა შემდეგი სახის შესყიდვები: 10-ცალი ელექტრო მანქანა (BUMPER CARS H1) 85 000 ლარი; 200-კვ/მ იატაკი ელექტრო მანქანებისთვის (Steel Floor for H1) 140 000 ლარი; 1-ცალი საკონტროლო კარადა (Control Panel for H10) 10 000 ლარი; 1-ცალი კარუსელი (Carousel H16) 75 000 ლარი; 1-ცალი მფრინავი სკამი (FlyingChair H16) 95 000 ლარი; 1-ცალი კარუსელი (Rotating Bees) 112 500 ლარი; 1-ცალი ელექტრო მატარებელი (worm coaster H40) 115 000 ლარი; 1-ცალი ატრაქციონი გემი (PiratShip H24) 167 500 ლარი.

„თავისუფალი საქართველო“ მივიჩნევთ, რომ რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს გასართობი პარკი და ეს ნორმალურია, თუმცა ამ ოდენობის თანხების „გაფლანგვა“ მითუმეტეს მიმდინარე კრიზისის პირობებში, რომელიც მძიმედ აწევს მუნიციპალიტეტს ყოვლად მიუღებელია და მხოლოდ გაფლანგვა, შეიძლება, ეწოდოს. „თავისუფალი საქართველო“ მივიჩნევთ, რომ უმჯობესია, აღნიშნული თანხები მოხმარდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებას და არა პარკების მოწყობას. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გასვლამდე“, - აცხადებს მაქაცარია.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა