სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 25 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 25 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანია იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც შეზღუდვა შეეხებათ: „ვაკის რაიონი- ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ატენის და ყიფშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი- ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 მარტის ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, ბროსეს, ვირსალაძის, ალექსი-მესხიშვილის, სანაპიროს და ჭანტურიას ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი- გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა, IV მიკრორაიონების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, შეშელიძის, დაისის, ხანძთის, ქერჩის, ვარდისუბნის და განთიადის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი- 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, გვარამაძის, ბერიტაშვილის, ნუცუბიძის, დგებუაძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი- 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი- 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს“, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა