გია ვოლსკი - პრემიერი გარკვეულ მასკარადულ პროცესებს უწოდებს იმას, რაც სამწუხაროდ, ოპოზიციას ახასიათებს, ვფიქრობ, საკმაოდ რბილი შეფასებაა

ჩვენი ოპონენტები რატომღაც განხილვის პიროვნულ დაპირისპირებაში გადაყვანას ფიქრობენ, ცოტა ხეპრული განცხადებებიც იყო, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის კრიტიკას "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით.

დეპუტატი ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას რბილი შეფასება ჰქონდა.

"იგი გარკვეულ მასკარადულ პროცესებს უწოდებს იმას, რაც სამწუხაროდ, ჩვენს ოპოზიციას ახასიათებს. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ რბილი შეფასებაა", - აღნიშნავს გია ვოლსკი.

დეპუტატი ტაქსებში მგზავრთა რაოდენობაზე არსებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მძღოლები, მგზავრთა ხშირი როტაციის გამო, საფრთხის ქვეშ არიან და ეს გასათვალისწინებელია.

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ საკმაოდ სერიოზულ მტერთან, ვირუსთან გვიხდება ბრძოლა და უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოების თემები. ყველანაირი სპეკულაციის საფუძველი, როცა ისპობა, ადამიანი გადადის უზრდელობაზე და ეს უზრდელობა ახასიათებთ სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს, რონლებსაც პარლამენტის წევრები ჰქვიათ", - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ