შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დამსაქმებელი კომპანიების მიერ 22 000-მდე განაცხადი დარეგისტრირდა

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაახლოებით, 22 000 -მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია 138 949 დაქირავებით დასაქმებულზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რის საფუძველზეც გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე.

„აღნიშნული ცვლილებების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, 46 753 მეწარმე სუბიექტს უკვე გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება, ხოლო 3 400 -მდე პირთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ ბიზნეს სუბიექტებს/კომპანიებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, კუთვნილი კომპენსაციების სწრაფად და შეუფერხებლად მიღებისთვის“,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს