გია ვოლსკი - ოპოზიცია ცუდ ხასიათზე დადგა, როცა კანონპროექტთან დაკავშირებით ვადა დავნიშნეთ, შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, ისეთი სიტყვები იხმარეს, რომელიც ქუჩაში მთვრალ ადამიანსაც არ მოუხდება

დღეს მივიღეთ კანონი, რომელიც საგანგებო ვითარების მოხსნის პირობებში მთავრობას აძლევს საშუალებას, მართოს სიტუცია იმდაგვარად, რომ არ დაემუქროს დაავადების საფრთხე საზოგადოებას , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შეზღუდვების კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის ამ თემისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო აძლიერებს იმ ადამიანების ეჭვებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს, დესტრუქციული გზით გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა.

"დღეს მივიღეთ კანონი, რომელიც საგანგებო ვითარების მოხსნის პირობებში მთავრობას აძლევს საშუალებას, მართოს სიტუცია იმდაგვარად, რომ არ დაემუქროს დაავადების საფრთხე საზოგადოებას, იმდაგვარად, რომ გადავარჩინოთ ჩვენი დამაიმედებელი მონაცემები, დღეს რაც გვაქვს. ამ რთულ ვითარებაში, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სამწუხაროდ, შევძლოთ შედარებით უკეთესი მონაცემები შევინარჩუნოთ. ეს მხოლოდ 15 ივლისამდე გაგრძელდება და მეორე მიზანი სწორედაც ის არის, რომ გვქონდეს საშუალება, საგანგებო ვითარება მოვხსნათ, რამეთუ საჭიროა მივიღოთ გადაწყვეტილება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც საგანგებო ვითარების რეჟიმში ვერ იქნება მიღებული. ამ პირობებში ოპოზიციის დამოკიდებულება საქმისადმი გასაკვირია, ეგ ერთი და მეორე, კიდევ უფრო აძლიერებს იმ ადამიანების ეჭვებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს, დესტრუქციული გზით გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა.

რატომღაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუქარაზე შეკითხვები გაისმის მმართველი გუნდის მიმართ. არც ერთი შეკითხვა არ დასმულა დღემდე, რა უნდა ბოლოს და ბოლოს ამ დეპუტატებად ცნობილ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ არ მიიღო ის ზომები, რომ მოხსნა საგანგებო მდგომარეობა და არ გიჩვენებენ გზას, როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან და აპელირებენ იმაზე, რომ თითქოსდა კონსტიტუციური უფლებები ირღვევა ადამიანების. ეს არის ძალიან საკამათო თემა, რა ირღვევა, ბევრჯერ გაკეთდა ამასთან დაკავშირებით განმარტებები და რასაკვირველია, უმრავლესობა მზად არის, რომ მიიღოს შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში. ძალიან ცუდ ხასიათზე დადგა ოპოზიცია, როდესაც ვადა დავნიშნეთ ამ საგანგებო მდგომარეობის ნაცვლად ხელისუფლებისთვის დამატებითი მექანიზმების მინიჭების. რატომღაც აქ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და სიტყვები იხმარეს ისეთი, რომელიც არათუ დეპუტატს, არამედ ქუჩაში მთვრალ ადამიანს არ მოუხდება, რომელსაც ცუდი სიმთვრალე აქვს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო