ინვესტორთა საბჭოსთან დისტანციური შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი სტანდარტების დანერგვის შესახებ ბიზნესთან განხილვები გრძელდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა ინვესტორთა საბჭოსთან დისტანციური შეხვედრა გამართეს.

შეხვედრისას განხილულ იქნა სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და მონიტორინგის პროცესი.

„სექტორული მიმართულებით განვიხილეთ რეკომენდაციები და ზედამხედველობის პროცესი, გავცვალეთ პოზიციები არსებულ, უკვე დამტკიცებულ რეგულაციებზე და ასევე ახლად შემუშავებულ პროექტებზე. რეგულაციების მიღებამდე კერძო სექტორმა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რათა დამტკიცებული ნორმები მცირე, საშუალო, თუ მსხვილი ბიზნესისთვის აღსრულებადი და უსაფრთხოების გარანტი გახდეს. მსგავსი ტიპის შეხვედრები კერძო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით