გია ვოლსკი - რადგან დავით მათიკაშვილი პარლამენტის წევრია, არ ნიშნავს, რომ მის მეუღლეს არ შეუძლია იყოს მოსამართლე

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ რადგან დავით მათიკაშვილი უმრავლესობის დეპუტატია, არ ნიშნავს, რომ მისი მეუღლის მოსამართლედ დანიშვნა არ შეიძლება.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ შემთხვევაში კითხვები უსაფუძვლოა.

"დავით მათიკაშვილი რახან არის პარლამენტის წევრი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მეუღლეს არ შეუძლია, იყოს მოსამართლე. ეგ ჩვეულებრივი ამბავია. თუ რაიმეს შეამჩნევთ, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებს ისეთს, რომელიც მოგცემთ საფუძველს, რომ ეჭვები გამოიტანოთ, რომ ამის გამოა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის მათიკაშვილის მეუღლეა, აი, მაშინ თქვენს შეკითხვას ექნება საფუძველი", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ნინო მამულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა 2017 წლის 25 მაისიდან, რომელიც სამი წლის გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული. დღეს კი ის იუსტიციის საბჭომ ამავე სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა