იმერეთის გუბერნატორი - რეგიონისთვის რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ადგილობრივია დასაქმებული

ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთისთვის ამ პროექტის განხორციელება და მიმდინარეობის პროცესშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ადგილობრივები არიან დასაქმებული ძალიან ბევრი, ამ წლების განმავლობაში კიდევ ძალიან ბევრი დასაქმდება , - ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფოს რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ზვიად შალამბერიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი, განხორციელების შემდეგ, შეამოკლებს გადაადგილებას, ეს იქნება საერთაშორისო ტვირთბრუნვა, ტურისტებისთვის, თუ ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.

„რა თქმა უნდა, პროექტის არქიტექტურული მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს იქნება ცალკე ატრაქცია ჩვენი ტურისტებისთვის, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სანახაობრივი იქნება ჯამში“, - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო