სამხრეთ კორეაში, ღამის კლუბში კორონავირუსით დაინფიცრებულთა რაოდენობა 215-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ღამის კლუბში დაინფიცრებულ პაციენტთა რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

მათი თქმით, ამ დროისათვის კორონავირუსზე ტესტირება 77 000 ადამიანს ჩაუტარდა, რომლებიც ვირუსის გავრცელების მომენტში კლუბებში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დაინფიცრებულებს შორის 95 კორონავირუსით ღამის კლუბში დაინფიცირდა, დანარჩენ პირებს კი მომდევნო დღეებში მათთან ჰქონდათ კონტაქტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების შემცირების შემდეგ, მაისის დასაწყისში სამხრეთ კორეაში რესტორნები და ღამის კლუბები გახსნეს. 1-ელ მაისს კორონავირუსით დაინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე ღამის კლუბსა და ბარში იმყოფებოდა, რის შედეგადაც ათობით პირთან ჰქონდა კონტაქტი. მომდევნო დღეების განმავლობაში აღნიშნულ დაწესებულებებში მყოფ 95 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა