გიორგი მიქაუტაძე - ანა დოლიძემ მოსამართლე ნინო მამულაშვილის კომპეტენცია უმაღლესი ქულით შეაფასა, საჯაროდ კი მისი დისკრედიტაცია გადაწყვიტა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, პრეტენზიები, რომელიც ზოგიერთი არამოსამართლე წევრის მხრიდან ნინო მამულაშვილის უვადო მოსამართლედ დანიშვნის თაობაზე გამოითქვა, აბსოლუტურად მიუღებელია. ის საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მან პროცესი „საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა“.

„ვულოცავ ჩემ კოლეგებს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ. რაც შეეხება პრეტენზიებს, რომელიც ზოგიერთი არამოსამართლე წევრის მხრიდან გამოითქვა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რადგან საქმე გვაქვს ტყუილთან და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან. გამოსაცდელ ვადაში მყოფი თითოეული მოსამართლე შეფასდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი მოსამართლე და სამი არამოსამართლე წევრის მიერ, მათ შორის იყოს ანა დოლიძე. ანა დოლიძემ ნინო მამულაშვილს კომპეტენტურობის კრიტერიუმში 100 - დან 92 ქულა დაუწერა, ასევე დოლიძეს მიაჩნია, რომ ნინო მამულაშვილი სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ასეთი მაღალი შეფასება აქვს ქალბატონ ანას დაწერილი. მიუხედავად ამისა, მან დღეს ნინო მამულაშვილს მხარი არ დაუჭირა და ვითარება, ტრადიციულად, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და პოლიტიკური კარიერის შესაქმნელად გამოიყენა. ერთი მხრივ, ანა დოლიძემ მოსამართლის კომპეტენცია უმაღლესი ქულით შეაფასა, მეორე მხრივ კი საჯაროდ მისი დისკრედიტაცია გადაწყვიტა", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ გამწესდა. მათ შორის არის, მოსამართლე ნინო მამულაშვილი, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო