ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რა შეზღუდვები უქმდება და რა რჩება ძალაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რა შეზღუდვები იხსნება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ და რა რჩება ძალაში.

"23 მაისიდან, ანუ დღეს ღამის 12:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდეს „კომენდანტის საათიც“. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და ჩვენ კვლავ გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ კოვიდ 19-ის გავრცელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა რისკის ქვეშ არ დადგეს ჩვენი მოქალაქეების უმთავრესი ღირებულება-მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც, დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი გაუქმებულია და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მინდინარეობს. საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

უქმდება ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურეობის დროს. ასევე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე.

ასევე, უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან, ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ და დარჩნენ შინ.

ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინი პროდუქტის ექსპორტი იმ პროდუქციაზეა საუბარი, რომელიც აუციელებლია კოვიდ 19-თან ბრძოლაში", - განაცხადა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება შეზღუდვებს, რომელიც ძალაში რჩება.

"23 მაისის შემდეგაც, ძალაშია შემდეგი შეზღუდვები, რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარელების ადგილზე კვებით მომსახურებაზე, ასევე ამ ეტაპზე სასტუმროებს ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა. ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზღუდული გარდა ონლაინ ვაჭრობისა.

ასევე, შეზღუდული რჩება ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ.

შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.

ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც არის წამორდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან.ხოლო, თუ ისინი დაკავებულები არიან სურსათის წარმოებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება არის სავალდებულო.

ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. აღნიშნული საბჭო სრული დატვირთვით გააგრძელებს ფუნქციონირებას და ასევე, მის ქვეშ არსებული ოპერაციული შტაბები და იფუნქციონირებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, იმ ღონისძიებებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გატარდა, მოგვცა შესაძლებლობა, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღებს ტურისტებს.

"ამ მიზნებისთვის, 15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, მიიღოს პირველი საერთაშორისო ტურისტები, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით. და ბოლოს, მაშინ, როდესაც უქმდება სამართლებრივი შეზღუდვები და იხსნება შეზღუდვების ფართო სპექტრი, ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავიცვათ არსებული რეკომენდაციები“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა გარკვეული შეზღუდვა სავალდებულო რჩება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს