BBC  - პაკისტანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი გადარჩა

პაკისტანის ქალაქ ყარაჩის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში 91 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი აეროპორტის მახლობლად მდგარ შენობებს მაშინ შეეჯახა, როდესაც დასაფრენ ზოლზე დაშვებას გეგმავდა. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. მათი თქმით, მსხვერპლთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 2 გადარჩენილის შესახებ. კატასტროფის გამომწვევ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. მომხდარს პაკისტანის პრემიერ - მინისტრი, იმრან ხანი გამოეხმაურა.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ მომხდარით. დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება. ვლოცულობთ დაღუპულთათვის და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს“,-წერს პრემიერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს