სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია

ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია, - ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს.

„სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

ამასთან, მინისტრის აზრით, საქართველოში არსებულ დადებით ციფრებზე გავლენა შესაძლოა, მეთოდოლოგიაში არსებულ განსხვავებას და ჩატარებული ტესტების რაოდენობას მოეხდინა.

მისივე თქმით, სომხეთი საკუთარ სტატისტიკას გამჭვირვალედ წარმოადგენს.

„ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა უკეთესია. ამას ვამბობ როგორც ფაქტს, რადგან ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენ მეზობლებს ეპიდემიოლოგიის საწინააღმდეგო ძლიერი სისტემა ჰქონდეს. შესაძლოა, რომ 40 ათასი ტესტიდან, რომელიც საქართველოში გაკეთდა, ყველა პი-სი-არ ტესტი არ ყოფილა, არამედ მათი ნაწილი სწრაფი ტესტები იყო. ჩვენთან სწრაფ ტესტებს არ აკეთებენ, ვინაიდან ისინი არ არის ზუსტი და სარწმუნო. საჭიროა იმის გაგება, გადიან თუ არა ტესტირებას პირები, ვისაც მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია გააჩნია. მათ შორის შესაძლოა, იყვნენ კოვიდ-19-ის იოლი ფორმის მატარებლები, პნევმონიით გარდაცვლილი ყველა ადამიანი იყო თუ არა სტატისტიკაში შეყვანილი. საქართველოდან სომხეთში ჩასულ ადამიანებს შორის ბევრს გამოუვლინდა კოვიდ-19, მათ შორის მძღოლებს. სომხეთი გამჭვირვალედ წარმოადგენს თავის სტატისტიკას”, - აცხადებს მინისტრი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს