პაატა იმნაძე - ტურისტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იქ, სადაც მიდის, სიტუაცია მშვიდია, ჩვენ უნდა ვიყოთ დამშვიდებული, რომ საიდანაც მოდის, იქაც სიტუაცია მშვიდია

ტურისტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იქ, სადაც მიდის, სიტუაცია მშვიდია. ჩვენ უნდა ვიყოთ დამშვიდებული, რომ ტურისტი საიდანაც მოდის, იქაც სიტუაცია მშვიდია , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "სპეცპროექტი covid19“ განაცხადა.

როგორც იმნაძემ განმარტა, საქართველო ტურისტებს ე.წ. მწვანე ქვეყნებიდან მიიღებს.

„ჩვენ მზად ვიქნებით ყველა ქვეყნიდან ტურისტების მისაღებად, მაგრამ პირველ რიგში, ესენი იქნებიან ე.წ. მწვანე ქვეყნებიდან, იქიდან, სადაც სიტუაცია მაქსიმალურად გაუმჯობესებულია. მსჯელობა მიდის კრიტერიუმებზე, რა უნდა იყოს ეს კრიტერიუმები. გარდა ამისა, არის ევროკავშირისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციები. ყველა ამ რეკომენდაციის დაწვრილებითი შესწავლა მიმდინარეობს", - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის შეიძლება, უფრო მიმზიდველი გახდეს.

"ყველა მაჩვენებლით, ჩვენი ქვეყანა ისეთ სიტუაციაშია, რომ ჩვენ შეიძლება, კიდევ უფრო მიმზიდველი გავხდეთ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ტურისტისათვის. ადამიანები ამდენი ხანი იყვნენ ჩაკეტილი, ახლა რა თქმა უნდა, ყველას მოუნდება გასვლა, ჩვენ ეს შანსი რა თქმა უნდა, უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი ემსახურება ტურიზმს. გასაგებია, რომ წელს იმდენი ტურისტი არ იქნება ქვეყანაში, რამდენიც ადრე იყო. საბერძნეთმა, იტალიამ გამოაცხადა, რომ ტურისტებს ელიან, ამიტომ ეს ტურიზმი გაიხსნება იმ ქვეყნებთან, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება და შესაბამისად, იქნება ის მაქსიმალური მოთხოვნები, რაც იმისათვისაა საჭირო, რომ ტურისტი, სადაც მიდის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ იქ სიტუაცია მშვიდია, ჩვენ უნდა ვიყოთ დამშვიდებული, რომ ტურისტი საიდანაც მოდის, იქაც სიტუაცია მშვიდია“, - განაცხადა იმნაძემ.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო