დანიაში დღეიდან თეატრები, კინოთეატრები და მუზეუმები გაიხსნა

დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. დღეიდან ქვეყანაში თეატრები, კინოთეატრები, ზოოპარკები და მუზეუმები გაიხსნა.

დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცეში ყოფნის უფლება ერთდროულად მაქსიმუმ 500 ადამიანს აქვს. ამასთან, თეატრებსა და კინოთეატრებში მოსახლეობას დასწრების უფლება მხოლოდ 1 ადგილის გამოტოვებით აქვს.

ბოლო მონაცემებით, დანიაში კორონავირუსის 11 230 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 561 ადამიანი ემსხვერპლა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს