დონალდ ტრამპი - ზოგიერთი გუბერნატორი თვლის, რომ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები და აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სალოცავები, რაც არ არის სწორი - ახლავე გახსენით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სალოცავი ადგილები მნიშვნელოვან ადგილებად გამოაცხადა. მან შტატების გუბერნატორებს მოუწოდა, რომ სალოცავები დაუყოვნებლივ გაიხსნას.

"დღეს ღვთისმსახურების სახლებს, ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს, ვაცხადებ, როგორც არსებითად მნიშვნელოვან ადგილებს, რომლებიც აუცილებელ მომსახურებას უზრუნველყოფენ. ზოგიერთი გუბერნატორი თვლის, რომ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები და აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სალოცავები. ეს არ არის სწორი", - აღნიშნა ტრამპმა.

მან გუბერნატორებს მოუწოდა, რომ ეკლესიები და სალოცავი ადგილები ახლავე გახსნან.

"გუბერნატორებმა უნდა გააკეთონ სწორი საქმე და გახსნან ახლავე ეს მნიშვნელოვანი ადგილები, შაბათ-კვირას. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩემს უფლებებს გამოვიყენებ",- დასძინა ტრამპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო