ჩინეთში, ეპიდემიის გავრცელების დღიდან პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა

ჩინეთში, ეპიდემიის გავრცელების დღიდან პირველად, კორონავირუსის არცერთი სიმპტომური შემთხვევა გამოვლენილა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება ასიმპტომურ შემთხვევებს, რომლის სტატისტიკაც ცალკე წარმოებს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 28 ასეთი შემთხვევა დადასტურდა.

შეგახსენებთ, ეპიდემიის გავრცელების დღიდან ჩინეთში კორონავირუსის 82 971 შემთხვევაა ადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 78 258 და დაღუპულია 4 634 ადამიანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს