რუსეთის მისია ნატოში - რუსეთი “ღია ცის შეთანხმების“ განსახორციელებლად მზადაა

რუსეთი მზადაა, გააგრძელოს „ღია ცის შეთანხმებით“ გათვალისწინებული პირობების შესრულება,- ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ ნატოში რუსეთის მისიამ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„რუსული მხარე ადასტურებს სურვილს, გააგრძელოს შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. გამოვხატავთ მზადყოფნას დიალოგის გაგრძელებისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ პატივისცემაზე და არა ულტიმატუმის ენაზე,“- აცხადებენ მისიაში.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აშშ-ის „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და ამის მიზეზია რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების მუდმივად დარღვევა დაასახელა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთის მისია ნატოში - რუსეთი "ღია ცის შეთანხმების" განსახორციელებლად მზადაა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა