თბილისის საკრებულოს კამპანიაში VTB ბანკი ჩაერთო

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) დახმარებას განაგრძობს. ამჯერად კამპანიაში VTB ბანკი ჩაერთო, რომელმაც 500 ოჯახისთვის გადასაცემი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ნობათს, სამაჟორიტარო ოლქებში საკრებულოს უმრავლესობის წევრები დაარიგებენ. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ VTB ბანკის მენეჯმენტს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კერძო კომპანიები, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში, საკრებულოს მიერ დაწყებულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი.

„ჩვენი კამპანია გრძელდება და მასში სულ უფრო მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. VTB ბანკის მენეჯმენტის დახმარებით, საკვებ პროდუქტს კიდევ 500 ოჯახს გადავცემთ. კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და სანამ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ყველა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს დავეხმარებით, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა