ჩილეში, საკვების მოთხოვნის მიზნით გამართული მორიგი საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

ჩილეს დედაქალაქში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები საკვებს ითხოვდნენ. მათი თქმით, მარტის შემდეგ მკაცრ კარანტინში ყოფნამ, მათი ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა.

აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, მათ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულია ერთი პოლიციელი.

„ასე არ ვიქცევით ხოლმე, მაგრამ ამ ქვეყანაში ესაა ერთადერთი გზა, რომ მოიპოვო რამე, აქ უნდა იბრძოლო, ისე როგორც დღეს ვიბრძოდით, ხალხს უბრალოდ ძალიან შია“,- განაცხადა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა მედიასთან საუბრის დროს.

ცნობისთვის, ჩილეს რამდენიმე ღარიბი გარეუბანი კორონავირუსის გამო აპრილის შუა რიცხვებიდან ჩაკეტილია. მედიის ცნობით, ამ უბნების მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია, ნაწილი კი არალეგალურად მუშაობს. ჩილეში საერთო ჯამში კორონავირუსის 46 059 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 478 ადამიანი ემსხვერპლა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა