ჯანმო - სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალი ეპიცენტრია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად იქცა.

„სამხრეთ ამერიკა ახლა ახალი ეპიცენტრია. ჩვენ ვხედავთ ბევრ ქვეყანაში იზრდება შემთხვევათა რაოდენობა. ეს ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარება ბრაზილიაშია“, - განაცხადა ჯანმოს საგანგებო მდგომარეობების დირექტორმა, მაიკ რაიანმა.

მისივე თქმით, ბრაზილიაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამაზონელების ინფიცირება, რომლებიც კორონავირუსმა ქვეყანაში ყველაზე მეტად დააზარალა.

„დაახლოებით 100 000 მოსახლეზე, ინფიცირებულია 490 პირი, ეს ძალიან დიდი რიცხვია“, - აღნიშნა რაიანმა.

ცნობისთვის, ბრაზილიამ დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის შემთხვევებით რუსეთს გადაასწრო და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

შემთხვევათა ზრდა ფიქსირდება ასევე ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჩილე, არგენტინა და პერუ.

იხილეთ ვიდეო: ჯანმო - კორონავირუსის ახალი ეპიცენტრი სამხრეთ ამერიკაა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა