მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში ავსტრიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო ტურისტული დერეფნის საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ და მიღებულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რის შედეგად საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა და არად ბენკომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენისა და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების საკითხებიც განიხილეს.

„ავსტრიის ელჩთან საქართველოში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების პრინციპით თანამშრომლობა. ვისაუბრეთ იმ სავალდებულო რეგულაციების შესახებ, რომელიც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ინერგება. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ძალიან პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ბრძოლა Covid-19-თან მიმართებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით, თუ ავსტრია ერთ-ერთი ის პირველი ქვეყანა იქნება, რომლის მოქალაქეებსაც როგორც ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლებთ.“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოში ავსტრიის ელჩის არად ბენკოს განცხადებით, საქართველოს მსგავსად, ავსტრიის ცხოვრებაშიც ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მისივე თქმით, საქართველო ავსტრიისთვის საინტერესო პარტნიორი ქვეყანაა.

„ჩვენ ძალიან კონსტრუქციული და ინფორმატიული საუბარი გვქონდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან. ავსტრია გახსნის პროცესშია. საქართველოს მსგავსად ავსტრიის ცხოვრებაშიც ტურიზმს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. საქართველო ჩვენთვის ძალიან საინტერესო პარტნიორი ქვეყანაა. საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი სამუშაო გაწია, შეინარჩუნა შემთხვევების დაბალი რაოდენობა და უზრუნველყო, რომ არ გავრცელებულიყო ვირუსი. ავსტრიაშიც მსგავსი სიტუაცია გვაქვს და ამიტომაც საქართველო პოტენციური პარტნიორია. საქართველოს ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ ქვეყანა უფრო მეტად პოპულარული და ცნობადი გახადეს. მოუთმენლად ველით ტურიზმის გახსნას, წინ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, მე პოზიტიურ შედეგებში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ.

იხილეთ ვიდეო:მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში ავსტრიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა