საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი - პანდემიის პერიოდში მთავრობის პროფესიონალიზმი და უცხოელი დიპლომატების მიმართ გულითადი დამოკიდებულება სამაგალითოა

წმინდა საყდრის ნუნციომ, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სამადლობელი წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიური კორპუსის მიმართ ყურადღებას იჩენდა და მუდმივ კონტაქტზე იყო, რაც მათ ძალას მატებდა და კრიზის დაძლევის იმედს აძლევდა.

„საქართველოში აკრედირებული დიპლომატიური კორპუსი უაღრესად აფასებს იმ მუდმივ და შეუნელებელ ინტერესს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, და კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი კეთილდღეობისა და საჭიროებების მიმართ კრიზისის ყველაზე მძიმე წუთებში იჩენდა. საქართველოს ხელმძღვანელი პირებისა და ბევრი მოხელის შრომისმოყვარეობა, მოთმინება და მეგობრული დამოკიდებულება სამაგალითოა და ყოველთვის დასაფასებელი,"- აღნიშნულია წერილში.

წერილის ბოლოს, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური იმედს გამოთქვამს, რომ ის მალე პირადად შეხვდება და მადლობას გადაუხდის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მთავრობის პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ხელმძღვანელობისთვის მადლიერების გამოხატვა სიტყვებით შეუძლებელია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა