„ჯივიპი“ 25 მაისს, ვაზისუბნის სატუმბო სადგურზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

25 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ისნის რაიონში, ვაზისუბნის სატუმბო სადგურზე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის აუცილებელ, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ვაზისუბნის სატუმბო სადგურის რეზერვუარის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 25 მაისს, ორშაბათს 11:00-დან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: ვაზისუბნის 1-ელ; მე-2 და მე-3 მიკრორაიონებს, მე-4 მიკრორაიონის 1-ელ კვარტალს, ჯუმბერ ლეჟავას, დავითაშვილის, შანდორ პეტეფის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს