სომხეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე, კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 77 შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა კიდევ 4 პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, თუმცა მათი სიკვდილი სხვა დაავადებამ გამოიწვია. ასეთ პაციენტთა რიცხვმა სულ 32 შეადგინა.

ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსისგან 2936 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3257-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო:სომხეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე, კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს