ბერლინის ეკლესიამ სალოცავი სივრცე დროებით მეჩეთის მლოცველებს დაუთმო

ბერლინში, ეკლესიამ სალოცავი სივრცე დროებით დაუთმო ახლომდებარე მეჩეთის მომლოცველებს, რომლებიც მეჩეთის შენობის სიმცირის გამო, დისტანციის დაცვით ლოცვას ვერ ახერხებდნენ.

„პანდემიამ ჩვენ ერთიან საზოგადოებად ჩამოგვაყალიბა. კრიზისები ადამიანებს აახლოებენ. თავდაპირველად გიჭირს, როცა მუსიკალურ ინსტრუმენტებს და სურათებს ხედავ, მაგრამ მერე როცა დეტალებს ივიწყებ, ხვდები, რომ ეს ღვთის სახლია“, - განაცხადა მეჩეთის იმამმა მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, ბერლინის Dar Assalam-ის მეჩეთში, პარასკეობით ასობით მუსლიმი იკრიბება, თუმცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ბოლო თვეებში შენობაში ლოცვას მხოლოდ 50 ადამიანი ახერხებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო