DMO Imereti-ს ხელმძღვანელი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს "მე მიყვარს ქუთაისის" ბრენდსტრატეგიის წარდგენას სთხოვს

DMO Imereti-ს ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, გიგა შუშანიას „მე მიყვარს ქუთაისის“ ბრენდსტრატეგიის და ბრენდბუქის წარდგენას სთხოვს. ამის შესახებ ტატო ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ დღეს შევიტყვე, რომ მოპარული და კალკირებული სლოგანის "მე მიყვარს ქუთაისის" ერთ-ერთი პროპაგანდისტი გიგა შუშანია პრესკონფერენციის გამართვას აპირებდა ახალი ტურისტული ბრენდინგის არამიზნობრიობის და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რაზე... პრესკონფერენცია გადაიდო გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომაც გამოვიყენებ შემთხვევას და ბატონ გიგას ვთხოვ, პრესკონფერენციის გამართვამდე მომაწოდოს სლოგანის "მე მიყვარს ქუთაისის", როგორც ბრენდსტრატეგია, ასევე ბრენდბუქი, რომ შედარებით ფორმატში უფრო თვალსაჩინო გავხადო ახალი ბრენდინგთან არსებული განსხვავებები. წინასწარ დიდი მადლობა. ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი თევდორაძეს, რომელმაც მოახერხა პოლიტიკაზე მაღლა დადგომა და გაიზიარა ახალ ბრენდზე და კონცეფციაზე დაფუძნებული კლიპი, რომელიც ზუსტად იმ სლოგანის გაშლით მთავრდება, რომელიც ასე არ მოწონს ბატონ შუშანიას", - წერს ტატო ლილუაშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას DMO Imereti ავრცელებს.

"არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს გიგა შუშანიას დღეს პრესკონფერენცია ჰქონდა დაგეგმილი, სადაც ქუთაისის ბრენდინგზე უნდა ესაუბრა", - ნათქვამია DMO Imereti-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა