კონგრესმენები დონალდ ტრამპს რუსეთისთვის სასუნთქი აპარატების გაგზავნის გამო აკრიტიკებენ

ამერიკის კონგრესის წევრები თეთრ სახლს სასუნთქი აპარატების რუსეთში გაგზავნის გამო აკრიტიკებენ. ღია წერილში, რომელსაც 5 დემოკრატი კონგრესმენი აწერს ხელს აღნიშნულია, რომ ეს „დამამცირებელი დონაციაა“.

„ჩანს, რომ თქვენმა ადმინისტრაციამ ვერ შეიმუშავა პოლიტიკა, რომ განისაზღვროს სასუნთქი აპარატების გაგზავნა ისეთ ქვეყნებში, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ და ეს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ემსახურება“,- ნათქვამია კონგრესმენების მიერ დონალდ ტრამპისთვის გაგზვნილ წერილში.

მათივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტი, სასუნთქ აპარატებს საკუთარი პოლიტიკური თუ პირადი ინტერესების გათვალისწინებით არიგებს და მას არანაირი სტრატეგიული გამართლება არ აქვს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონმა მოსკოვში დაახლოებით 200 სასუნთქი აპარატი გააგზავნა, რომლის საერთო ღირებულებაც 5 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ბიურო ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:კონგრესმენები დონალდ ტრამპს რუსეთისთვის სასუნთქი აპარატების გაგზავნის გამო აკრიტიკებენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს