კახა კალაძე ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალებაზე - პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ “პოლიტიკურად აბსოლუტურად ესმის” პრეზიდენტის გადაწყვეტილების გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განმარტა, რატომ მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება.

“ერთადერთი ადამიანი, ვისაც გათავისუფლების ბერკეტი გააჩნდა, ეს იყო პრეზიდენტი და მე ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გავაკეთე განცხადება. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების”, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა