კახა კალაძე - გუშინაც მკითხეს, გუშინწინაც, იმისწინაც და ყოველდღე მიწევს  გამეორება, შესაბამისი სამსახურები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებაზე სპეციალისტების რეკომენდაციას ელოდებიან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციას ელოდებიან. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებამ საზოგადოება არ უნდა გაათამამოს.

„ველოდებით რეკომენდაციას. მე გუშინაც მკითხეს, გუშინწინაც და იმისწინაც და ყოველდღე მიწევს ერთი და იგივეს გამეორება. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ველოდებით დარგის სპეციალისტების მითითებებს. აქ საუბარია ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხობაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზრუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს ვუბრუნდებით. შესაბამისად, როდესაც იქნება მითითებები გაცემული, რომ დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშობა, როგორ უნდა დაიწყოს და როგორ უნდა იქნას ეს ყველაფერი გაკეთებული, მაშინვე იქნება ჩვენი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო