კახა კალაძე ოპოზიციაზე - ისინი მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით შემოიფარგლებიან, რაც ცუდია, პირველ რიგში, მათთვის და ჩვენი ქვეყნისთვის

მთლიანად მათი არსებობის განმავლობაში, ისინი მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით შემოიფარგლებიან, რაც ცუდია, პირველ რიგში, მათთვის და ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებების პაკეტს მხარი არ დაუჭირა.

კალაძის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, მათ დააზიანებს და ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება.

„ჩვენ თუ შევხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიციის ქმედებებს და არა მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში, მთლიანად მათი არსებობის განმავლობაში, ისინი მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით შემოიფარგლებიან, რაც ცუდია, პირველ რიგში, მათთვის, ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ არაუშავს, საზოგადოება, ხალხი ყველაფერს ხედავს. მე არ შემიძლია, არ აღვნიშნო პანდემიის დროს, ამ რთულ ვითარებაში, რთულ პერიოდში თუ როგორი ზიზღით მოიხსენიებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყო, ვინც ყველაფერს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და სიცოცხლისთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ქმედებები მათ დააზიანებს და ეს ყველაფერი გამოჩნდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა