თბილისის მერიასთან „ანას ბაღის“ სიახლოვეს მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისის მერიასთან „ანას ბაღის მცველებისა“ და გარემოსდამცველთა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები „ანას ბაღის“ სიახლოვეს მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ და შესაბამისი ბრძანების გაცემისთვის დედაქალაქის მერს ერთ საათს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციის ორგანიზებას აანონსებენ.

„ქვეყნის მთავარი უსაქმური კახი კალაძე, რომელიც ასფალტის ხეხვით იკეთებდა რეკლამას და ეს სრული უსაქმურობაა, ჩვენ გვეძახის უსაქმურებს, ვინც ვიცავთ საკუთარი თანამოქალაქეების სიცოცხლის უფლებას. სამარცხვინოა და ეს არის დანაშაული. ჩვენ გვინახავს დასჯილი მერები ქალაქში და ვნახავთ კახი კალაძეს ციხეში. ის არა მარტო თანამდებობას გამოეთხოვება, არამედ საკუთარი კორუფციული ინტერესების გამო და მისი პირადი ინტერესებია „ანას ბაღში“, ის ჩაჯდება ციხეში,“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ამასთან, „ანას ბაღის" დამცველებმა 13 ივნისს, თბილისის მერიასთან აქცია დაანონსეს.

აღნიშნულ საკითხს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, დაგეგმილ მშენებლობას “ანას ბაღთან” არანაირი შეხება არ აქვს. მისი თქმით, ის, ვინც ამას აპროტესტებს, “უსაქმური ადამიანების ჯგუფია” და რეალურად, ბაღი უფრო ფართოვდება. “ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. “ანას ბაღს” არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზუსტად ჩვენი მერობის პირობებში ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობისგან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, “ანას ბაღთან” არანაირი შეხება არ აქვს, პირიქით, “ანას ბაღი” კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ფართი, სადაც ადამიანებს ექნებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება”, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო